logo
ENG



"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - ზუგდიდში ბაღში შესვლაზე დაწესებული გადასახადი გააპროტესტეს

12 თებ 202217:41
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში დღეს საპროტესტო აქცია-კონცერტი გაიმართა. "ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - ამ ლოზუნგით მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ და გადასახადის გაუქმებას ითხოვენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ზუგდიდის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბაღში შესვლისთვის დაწესებული თანხა გადაიხადოს, გადასახადის დაწესებით კი ხელისუფლება ადგილობრივებს ერთადერთ რეკრეაციულ ზონას ართმევს.

„აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე საფასურის დაწესება, რომელიც არის საჯარო სივრცე და ეკუთვნის ქალაქს, თითოეულს მოქალაქეს ზუგდიდის და არის ქალაქის ნაწილი. ბარიერს გვიწესებენ ჯანსაღ სივრცეზე“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება სანამ ბოტანიკურში შესვლა ისევ უფასო არ გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდა.


close დახურვა